დეკემბერი 22, 2011

„ღია კარის დღე“ კომისიაში

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში „ღია კარის დღეს“ გაიმართა.

პირველი „ღია კარის დღის“ ფარგლებში განსახილველი საკითხები, კომისიამ მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეარჩია. შეხვედრაზე ჟურნალისტებისთვის სემინარი გაიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციებზე, ასევე, კომისიის რეგულირების სფეროზე და იმ როლზე, რომელსაც მარეგულირებელი ორგანო ასრულებს ბაზრის ამ სეგმენტზე. დისკუსიის ფარგლებში , ასევე განხილულ იქნა მაუწყებლობა, როგორც სფერო, ასევე, სამაუწყებლო ლიცენზიები სახეების და სახეობების მიხედვით. სამაუწყებლო ლიცენზიის მოპოვების საშუალებები და პირობები.

„ღია კარის დღის“ ფარგლებში ჩატარებული შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც თბილისში მოქმედი სამაუწყებლო კომპანიების ჟურნალისტები, ასევე რეგიონალური მაუწყებლები და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები. დისკუსია კითხვა–პასუხის რეჟიმში საკმაოდ დინამიურად მიმდინარეობდა.

გვინდა განვმარტოთ, რომ კომისიის „ღია კარის დღე“  იმართება იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც აშუქებენ მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ მიმდინარე მოვლენებს. ვფიქრობთ, რომ კომისიის „ღია კარის დღეების“ (რომელიც დაინტერესების შემთხვევაში ყოველთვიურ ხასიათს მიიღებს) ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და ცოდნა მათ დაეხმარებათ, მომავალში საკუთარი პროფესიული მოვალეობების უკეთ შესრულებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივით, საერთაშორისო კვლევების და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის „ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებას (G-MEDIA) და საერთაშორისო წამყვანი იურისტების პროექტის ფარგლებში კომისიის  PR სტრატეგიის სახელმძღვანელო დოკუმენტზე მიმდინარეობს მუშაობა. პროცესში ჩართულია  სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და  მედიის წარმომადგენლები.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები