ნოემბერი 06, 2009

”გლობალ ერთმა” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია შეიძინა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანია ”გლობალ ერთი” გახდა. კომპანიის წარმომადგენლებმა ლიცენზიით სარგებლობისთვის 6 229 ლარის გადახდის მზადყოფნა დაადასტურეს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  ქ. თბილისში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2009 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები