აგვისტო 09, 2013

„გლობალ სელმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებრთვა აიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე სს „გლობალ სელმა“ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესუსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.

კომპანია, +995 559 00X XXX ინდექსის 10 000 სააბონენტო ნომრით, მომსახურებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელებს. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა, უვადოა და ყოველწლიურ განახლებას ექვემდებარება.

„გლობალ სელმა“ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური 1000 ლარი (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) უკვე გადაიხადა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები