წვდომის მენიუ

ნოემბერი 08, 2016 16:04

გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე საბუთების მიღების ვადა ამოიწურა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გურიის რეგიონში   ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ განცხადების საფუძველზე გამოაცხადა, რომელიც კონკურსის ერთადერთი მონაწილეა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კონკურსის მოსამზადებელი სხდომა 2016 წლის 10 ნოემბერს 13:00 საათზე გაიმართება, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება და კომისიის ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნდება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა ამავე წლის 9 დეკემბერს 13:00 საათზე ჩატარდება, კონკურსში გამარჯვებული 14 დეკემბერს 13:00 საათზე გამოცხადდება.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები