წვდომის მენიუ

ნოემბერი 10, 2016 17:04

გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კონკურსის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გურიის რეგიონში   ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ განცხადების საფუძველზე გამოაცხადა. ააიპ „თავისუფალი მედია სივრცე“ კონკურსის ერთადერთი მონაწილეა.

დღეს, 2016 წლის 10 ნოემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კონკურსის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა, სადაც ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“  დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნა. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, კონკურსანტს ხარვეზი დაუდგინდა; კერძოდ, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების და პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადის დაკონკრეტება, ასევე  განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების დაზუსტებული გეგმის წარმოდგენა დაევალა, რისთვისაც კონკურსანტს ხუთი სამუშაო დღის ვადა მიეცა.

კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა ამავე წლის 9 დეკემბერს 13:00 საათზე ჩატარდება, კონკურსში გამარჯვებული 14 დეკემბერს 13:00 საათზე გამოცხადდება.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები