წვდომის მენიუ

ოქტომბერი 11, 2016 10:47

გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გურიის რეგიონში   ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ განცხადების საფუძველზე გამოაცხადა.

საქართვველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კონკურსთან დაკავშირებით შეკითხვების  წერილობითი ფორმით მიღება და პასუხების  გამოქვეყნება 2016 წლის 24 ოქტომბერის 19:00 საათამდე გაგრძელდება, კონკურსში მონაწილეობის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება 2016 წლის 7 ნოემბრის 19:00 საათამდე იწარმოებს. კონკურსის მოსამზადებელი სხდომა 2016 წლის 10 ნოემბერს 13:00 საათზე გაიმართება, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება და კომისიის ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნდება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა ამავე წლის 9 დეკემბერს 13:00 საათზე ჩატარდება, კონკურსში გამარჯვებული 14 დეკემბერს 13:00 საათზე გამოვლინდება.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები