ოქტომბერი 04, 2013

იბერია TV“ ლიცენზიას იბრუნებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სამაუწყებლო ლიცენზიის გადაცემის წინასწარი თანხმობის მისაღებად,  განცხადებებით, შპს „იბერია  TV“-მ და შპს „ტელეკომპანია აისმა“ მიმართა.

ორივე კომპანიის ერთობლივი თხოვნის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შპს „ტელეკომპანია აისის“ სამაუწყებლო ლიცენზიის შპს „იბერია TV“-სთვის გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის საკითხს, დაჩქარებული წესით, დღევანდელ  სხდომაზე დამატებით საკითხათ განიხილავს.

კომისიის სხდომა დღეს, 2013 წლის 4 ოქტომბერს 16:00 საათზე იმართება. სხდომა საჯაროა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები