“იგრიკამ” თანამგზავრით მაუწყებლობის უფლება მიიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს “იგრიკამ” თანამგზავრით მაუწყებლობის უფლება მიიღო.
კომისიამ 2011 წლის 11 ნოემბერს, შპს „იგრიკას“ განაცხადის საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კომპანია თავისი ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას ითხოვდა, რომ კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით გავრცელების ნებართვა ჰქონოდა.
შეგახსენებთ, შპს „იგრიკამ“ საკაბელო ქსელის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით მიიღო. ლიცენზიის სახეა – კერძო ტელემაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობაა – საერთო ტელემაუწყებლობა, გეოგრაფიული არეალი კი – საქართველო. კომპანია მაუწყებლობის დაწყებას ლიცენზიის გაცემიდან 10 თვის ვადაში გეგმავს.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.