აგვისტო 26, 2015 12:29

ინდ. მეწარმე „რაფაელ რაფაელიანი POLYTRON GEORGIA“-ს წერილობითი გაფრთხილება დაეკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირს ინდ. მეწარმე „რაფაელ რაფაელიანი POLYTRON GEORGIA“-ს რეგულირების საფასურის გაანგარიშების და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობის  გამო სანქცია დააკისრა.

ინდ. მეწარმე „რაფაელ რაფაელიანი POLYTRON GEORGIA“-ს კომისიამ ვალდებულებების შესასრულებლად ათი სამუსაო დღეს განუსაზღვრა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები