წვდომის მენიუ

მარტი 21, 2018 15:45

ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სიმპოზიუმი ჟენევაში 20 მარტს გაიხსნა

ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ორგანიზებით ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სიმპოზიუმი (WSIS 2018) ჟენევაში ოფიციალურად გაიხსნა. სიმპოზიუმს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, მერაბ ქათამაძე ესწრება. ფორუმის ფარგლებში, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლსა და მნიშვნელობას განიხილავენ, მათ შორის ისეთ გლობალურ საკითხებში, როგორიცაა მდგრადი განვითარების მიზნები (SDG). 2015 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია და დაატკიცა "მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030".

სიმპოზიუმის ფარგლებში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, მერაბ ქათამაძემ თემატურ სემინარში „სათემო ინტერნეტ ქსელი“ მიიღო მონაწილეობა, სადაც თუშეთის სათემო ინტერნეტ-პროექტი განიხილეს. ფორუმი 23 მარტს დასრულდება.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები