სექტემბერი 09, 2011

ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯეოსელის’ განაცხადის საფუძველზე ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.

800 00 00 XX ნუმერაციის რესურსის, სულ ასი სააბონენტო ნომრის საწყისი ღირებულება 5 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. აუქციონი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, 2011 წლის 13 ოქტომბრის 13:00 საათზე გაიმართება. საბუთების მიღება კი 2011 წლის 26 სექტემბრის, 17:00 საათამდე იწარმოებს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები