ოქტომბერი 24, 2011

ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიაზე აუქციონი გამოცხადდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი შპს „ალფაკომის“ განცხადების საფუძველზე გამოაცხადა.

კომპანია უფასო სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად 17 სააბონეტო ნომერს ითხოვს, ესენია: 800 800 800, 800 555 555, 800 282 828, 800 808 080, 800 880 088, 800 517 518, 800 909 090, 800 414 141, 800 388 999, 800 707 070, 800 717 171, 800 770 001, 800 101 010, 800 202 020, 800 404 040, 800 505 050 და 800 112 112. უფასო სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად საჭირო ერთი სააბონენტო ნომრის ღირებულება 50 ლარი შეადგენს.

აუქციონზე გამოტანილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ოდენობა 850 ლარით განისაზღვრა, ერთი ბიჯი კი 43 ლარი იქნება.

ლიცენზიის მაძიებელთა რეგისტრაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2011 წლის 9 ნოემბრის 17:00 საათამდე იწარმობს. აუქციონი 2011 წლის 28 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები