დეკემბერი 11, 2015 17:59

ინტერნეტ მმართველობის ფორუმი - ადამიანის უფლებები ინტერნეტ სივრცეში

14-15 დეკემბერი, თბილისი

 სასტუმრო „რედისონი“

2015 წლის 14-15 დეკემბერს ევროსაბჭო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიასთან პარტნიორობით ატარებს ინტერნეტ მმართველობის ფორუმს - ადამიანის უფლებები ინტერნეტ სივრცეში.

ფორუმს 14 დეკემბერს, 09:30 საათზე საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენელის ხელმძღვანელი, კრისტიან ურსე გახსნის, მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ვახტანგ აბაშიძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, კარლო ნატალე მიმართავენ.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ინტერნეტ მმართველობა - აქტორები და ინსტიტუციები, ინტერნეტ სივრცეში მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები, ინფორმაციის უსაფრთხოება და დაცვა, ონლაინ ჟურნალისტიკა საქართველოში და ინტერნეტ სფეროს მარეგულირებელი ნორმები.

 

საკონტაქტო პირები:

პროექტის კოორდინატორი მამუკა ანდღულაძე (574402470)

 კომისიის პრესმდივანი ხატია ყურაშვილი (577190550)

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები