ნოემბერი 25, 2011

IP ტელეფონიის ნუმერაცია აუქციონზე გაიყიდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე IP ტელეფონიის გამოყენებით ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია შპს „ჯეოსელმა“ შეიძინა.

აუქციონზე გამოტანილი 706 020 XXX ინდექსის ათასი სააბონენტო ნომერი შპს „ჯეოსელმა“ 315 ლარად შეიძინა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები