ნოემბერი 25, 2011

IP ტელეფონიის ნუმერაცია აუქციონზე გაიყიდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე IP ტელეფონიის გამოყენებით ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია შპს „ახალმა ქსელებმა“ შეიძინა.

აუქციონზე გამოტანილი 706 000 XXX ინდექსის ათასი სააბონენტო ნომერი შპს „ახალმა ქსელებმა“ 315 ლარად შეიძინა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები