ოქტომბერი 21, 2011

IP ტექნოლოგიის გამოყენებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიაზე აუქციონი “ახალი ქსელების” მოთხოვნის საფუძველზე გამოცხადა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ IP ტელეფონიის გამოყენებით ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონი შპს „ახალი ქსელების“ განაცხადის საფუძველზე გამოცხადა.

აუქციონზე გამოტანილი იქნება 706 000 XXX ინდექსის ათასი სააბონენტო ნომერი. რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 300 ლარის ოდენობით განისაზღვრა, აუქციონზე ერთი ბიჯი 15 ლარი იქნება.

IP ტელეფონიის გამოყენებით სააბონენტო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მაძიებელთა საბუთების მიღება 2011 წლის 7 ნოემბრის, 17:00 საათამდე იწარმოებს, აუქციონი კი 2011 წლის 25 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები