ივლისი 16, 2013

ირაკლი ჩიქოვანმა გადადგომის განცხადებით პრეზიდენტს მიმართა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით საქართველოს პრეზიდენს მიმართა.

2013 წლის 15 ივლისს კომისიაში შემოვიდა ირაკლი ჩიქოვანის ხელმოწერით ორი განცხადება, ერთი განცხადებით ის საქართველოს პრეზიდენს მიმართავს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს, მეორე განცხადებით კი, კომისიის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, კარლო კვიტაიშვილს მიმართავს და საქართველოს პრეზიდენტის სახელზე დაწერილი განცხადების გადაგზავნას ითხოვს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე 2009 წლის 13 ივნისიდან 2013 წლის 12 აპრილამდე იყო. 2013 წლის 12 აპრილიდან დღემდე კი კომისიის წევრის თანამდებობა ეკავა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები