აგვისტო 15, 2014 14:06

IT DEVELOPMENT CENTER-ის ცნობით სერვერზე კიბერ შეტევა განხორციელდა

 

IT  DEVELOPMENT  CENTER-ის ცნობით, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის ვებ-გვერდისთვის ჰოსტინგისა და მომსახურების გაწევის ტექნიკურ დავალებებს , 2014 წლის 10 აგვისტოს განხორციელდა კიბერ შეტევა სერვერზე, რომელზედაც რიგ სხვა საიტებთან ერთად განთავსებული იყო  „კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ ოფიციალური ვებსაიტი gncc.ge.

სარეზერვო ასლის აღდგენა და ადმინისტრირების და მომხმარებლის პაროლების სკანირება ვირუსულ „სკრიპტზე“ იმავე დღის 14 საათისთვის მოხერხდა.

როგორც ITDC-მ გვაცნობა, კიბერშეტევის სამიზნეს არ  წარმოადგენდა კონკრეტულად „კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ვებსაიტი, ვინაიდან დაზიანებული იყო იგივე სერვერზე განთავსებული სხვა საიტებიც.

მიმდინარეობს შემთხვევის დეტალების შესწავლა და იმის დადგენა, თუ რა გზით მოახერხდა სერვერზე შეღწევა. ამავდროულად, მიმდინარეობს საიტების მიგრაცია სხვა უფრო მაღალი სტანდარტებით დაცულ სერვერებზე, მსგავსი შემთხვევების ალბათობის შემცირების მიზნით.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები