ივნისი 24, 2009

კ ო ნ კ უ რ ს ი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობაზე

 

“დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-151, მე-152 და მე-153 მუხლების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატისაგან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობაზე ცხადდება კონკურსი, შემდეგი პირობებით:

        აღნიშნული თანამდებობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს: უმაღლესი იურიდიული განათლება; საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება; კომუნიკაციების სფეროსა და მომხმარებელთა უფლებების კვალიფიციური ცოდნა. სასურველია, რომ კანდიდატი ფლობდეს ინგლისურ ენას.

         საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობაზე პირი აირჩევა ორი წლის ვადით. არჩეული პირი არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი. მასზე ვრცელდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვრცელდება თანამდებობის პირზე “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საზოგადოებრივი დამცველის ხელფასი შეადგენს 4158.77 ლარს (ოთხი ათას ას ორმოცდათვრამეტი  ლარი, 77 თეთრი).

        კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საკონკურსო კომისიაში ამა წლის 29 ივნისი18.00 სთ-მდე უნდა წარადგინოს:

1. წერილობითი განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. ავტობიოგრაფია (CV).

3. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

4. შესაბამისი საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელი სერთიფიკატი.

5. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6. ორი ფოტოსურათი (3X4-ზე).

7. კონკურსანტს საკუთარი სურვილით შეუძლია წარმოადგინოს სხვა დოკუმენტაციაც (სერთიფიკატები, დიპლომები, რეკომენდაციები და ა.შ.)

        საკონკურსო კომისიის მისამართია: საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, ი. მაჩაბლის ქ. # 11, ტელ.: (877) 553367; საკონტაქტო პიროვნება: სალომე ვარდიაშვილი.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები