წვდომის მენიუ

აგვისტო 08, 2016 19:18

კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად საეთერო ტელემაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 12 საათით განისაზღვრა

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც 2016 წლის 10 აგვისტოდან შედის ძალაში, საეთერო ტელემაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა  დღე-ღამის განმავლობაში 12 საათით განისაზღვრა.

კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა იმ საეთერო (გავრცელების ტექნოლოგია - ციფრული მიწისზედა სატელევიზო ქსელი) ტელევიზიების ავტორიზაციების მოდიფიცირების აუცილებლობა გამოიწვია, რომელთაც ავტორიზაციის დეკლარაციებშიც დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 12 საათზე ნაკლები ჰქონდათ მითითებული.

ეს მაუწყებლებია:

  1. შპს დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურია - ავტორიზაციის № BR-261;
  2. შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისი - ავტორიზაციის № BR-229;
  3. შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია ოდიში - ავტორიზაციის № BR-29;
  4. შპს ეკომი - ავტორიზაციის № BR-269;
  5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისუფალი მედია სივრცე - ავტორიზაციის №BR-5014;
  6. შპს იმპერია - ავტორიზაციის №BR-280;
  7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხა - ავტორიზაციის № BR-1208;
  8. შპს კოლხეთი 89 - ავტორიზაციის №BR-1209;
  9. შპს მარნეული ტვ - ავტორიზაციის № BR-1018;
  10. შპს პალიტრა TV - ავტორიზაციის №BR-1028;
  11. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანა - ავტორიზაციის №BR-1163;
  12. შპს ტელე-რადიო კომპანია თვალი - ავტორიზაციის №BR-359;
  13. შპს სამაუწყებლო კომპანია ”იმერვიზია” - ავტორიზაციის № BR-282;
  14. შპს სამაუწყებლო კომპანია ბოლნელი - ავტორიზაციის № BR-1141;
  15. სს სამაუწყებლო ტელევიზია კოლხეთი - ავტორიზაციის № BR-1275;
  16. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სამოქალაქო განათლების ფონდი - ავტორიზაციის № BR-983;
  17. შპს ტელეარხი 25 - ავტორიზაციის №BR-289;
  18. შპს ტელეკომპანია ”გურჯაანი” - ავტორიზაციის №BR-223;
  19. შპს ტელეკომპანია ”დია” - ავტორიზაციის №BR-251;
  20. შპს ტელეკომპანია ”თანამგზავრი” - ავტორიზაციის №BR-242;
  21. შპს ტელეკომპანია ”კავკასია” - ავტორიზაციის №BR-232;
  22. შპს ტელეკომპანია თბილისი - ავტორიზაციის №BR-281;
  23. შპს ტელეკომპანია მაესტრო - ავტორიზაციის №BR-5000;
  24. შპს ტელეკომპანია ქართული არხი - ავტორიზაციის №BR-998;
  25. შპს ტელე-რადიო კომპანია ბორჯომი - ავტორიზაციის №BR-318;
  26. შპს ტელერადიო კომპანია ატვ-12 - ავტორიზაციის №BR-1162;
  27. შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო - ავტორიზაციის №BR-231;
  28. შპს ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი - ავტორიზაციის №BR-82;
  29. შპს ომეგა -ავტორიზაციის № BR-324;
  30. შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 - ავტორიზაციის №BR-288.

საკითხის განხილვის საჯარო სხდომა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2016 წლის 9 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები