ნოემბერი 14, 2014 18:26

„კაუკასუს ონლაინს“ მომხმარებელის უფლებების დარღვევის გამო სანქცია დაეკისრა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინს“ აბონენტ უჩა ნებიერიძის უფლებების დარღვევის გამო სანქცია - წერილობითი გაფრთხილება დააკისრა.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის აპარატმა საკითხის შესწავლის შედეგად გამოავლინა, რომ შპს „კავკაუსუს ონლაინს“ აბონენტ უჩა ნებიერიძესთან არ ჰქონდა გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება. კომპანია არასათანადო ხარისხის მომსახურებას უწევდა აბონენტს. ასევე, შპს „კავკასუს ონლაინმა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მომხმარებლის საჩივართან დაკავშირებული ინფორმაცია არასრულად და არადროულად მიაწოდა.

მონიტორინგის პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიკვეთა შპს „კავკასუს ონლაინი“ მაუწყებლობის ტრაზიტის მომსახურების მიწოდებისას სამაუწყებლო არხს ზრდასრულთათვის (+18) არასათანადო კოდირებით აწვდის მომხმარებელს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქმის მასალების გამოკვლევის და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა ნაწილობრივ დააკმაყოფილოს უჩა ნებიერიძის საჩივარი. კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“ დაარღვია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგლამენტი, რის გამოც კომპნიას დაეკისრა სანქცია - წერილობითი გაფრთხილება.

ასევე, შპს „კავკასუს ონლაინს“ ქმედებების განხორციელება დაევალა, კერძოდ: კომპანიამ გონივრულ ვადაში უნდა შეზღუდოს არასრულწოვანთათვის მავნე ზეგავლენის მქონე პროდუქციის კოდირების გარეშე მიწოდება და აბონენტი უჩა ნებიერიძე მომსახურების შეფერხებით მიწოდების დღეებზე კომპენსაციით უზრუნველყოს.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები