წვდომის მენიუ

ივნისი 24, 2016 12:41

„კავკასიის“ მაუწყებლობის ავტორიზაცია მოდიფიცირდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ მაუწყებლობის ავტორიზაცია მოდიფიცირდა.

კომისიამ დააკმაყოფილა ტელეკომპანიის მოთხოვნა და ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის საშუალებით დამატებით სენაკის მულტიპლექსით გავრცელების უფლება მისცა.

შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ სენაკის მულტიპლექსის საშუალებით მაუწყებლობის დაწყების ვადად 2016 წლის პირველი სექტემბერი განესაზღვრა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები