მაისი 17, 2013

კავშირგაბმულობის პროფესიული დღე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  კავშირგაბმულობის სპეციალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 17 მაისს საქართველო კავშირგაბმულობის  პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავს.

შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები ერთ–ერთი ყველაზე კარგად განვითარებული სფეროა და მისი  მაჩვენებელი  პრაქტიკულად არ ჩამორჩება მსოფლიოს სხვა  ქვეყნების განვითარების  დონეს. ყოველივე ეს კი ამ დარგის სპეციალისტების დაუღალავი შრომის შედეგია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ტექნოლოგიური განვითარების ერაში საზოგადოებაში არსებულ  მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებთან  მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოფს. ბოლო 20–30 წლის განმავლობაში, კავშირგაბმულობის თავდაპირველმა სატელეფონო კავშირმა უზარმაზარი ტრანსფორმაცია განიცადა და გადაიქცა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მრავალფეროვან მომსახურების სახეებად, რომელთა გარეშე თანამდეროვე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა პატივისცემას და კავშირგაბმულობის დარგის ყველა სპეციალისტს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები