წვდომის მენიუ

მაისი 24, 2017 13:11

კახი ბექაური საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ("IFES") და ეროვნულიო დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ("IFES") და ეროვნულიო დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა.

უცხოელი სტუმრები საქართველოს წინასაარჩევნო პროცესში კომისიის როლით დაინტერესდნენ. მხარეებმა კომისიის მიერ 2016 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესის მედია მონიტორინგის შედეგები განიხილეს. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ("IFES") და ეროვნულიო დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაცია მედია მონიტორინგის მეთოდოლოგიით დაინტერესდა, ასევე  განხილულ იქნა კომისიის მიერ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის პროცესში დაფიქსირებული დარღვევები და მათზე რეაგირების მექანიზმები.

კომისიამ ა.შ.შ-ს ექსპერტებს წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის შედეგად იდენტიფიცირებული პრობლემური საკითხები  და მათი გადაჭრის მიზნით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი გააცნო. 

შეხვედრას კომისიის წევრებიც ესწრებოდნენ, მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები