წვდომის მენიუ

აპრილი 11, 2007

კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ქართულმა რადიო”-მ, ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურისის გამოცხადების შესახებ.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კონკურსის საფუძველზე.

გადამცემი სადგური, განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრებით (რაც ლიცენზიის პირობებში აისახება), განთავსდება სამაუწყებლო ზონაში გაერთიანებული დასახლებული პუნქტებიდან შემდეგ ქალაქში: ქ. თბილისი - ზონა 01.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის,  მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, 38-ე, 43-ე მუხლების და კომისიის ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” დადგენილების თანახმად, კომისიამ

ა:

1. ა) გამოცხადდეს კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, რომლის სამოქმედო ზონა არის ერთი გადამცემი სადგურის მომსახურების ზონა:

გადამცემის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ

სიხშირე

მგჰც FM

სიმძ კვტ

 

გასხივების დიაგრამა

შენიშვნა

თბილისი, მთაწმინდის ანძა

N 410  41’ 44”

E 0440  47’ 09”

85

94.7

1

წრიული

 

 

 

 

 

 

     ბ) კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2007 წლის 18 მაისის 14:00 საათი; 

  გ) ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოხდეს 2007 წლის 20 აპრილის 17:00 საათამდე; 

  დ)  მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2007 წლის 27 აპრილის 16:00 საათი;

 

  გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ, იხილოთ კომისიის გადაწყვეტილების გვერდზე

 

 

 

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები