მაისი 24, 2007

კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სამაუწყებლო კომპანია ”ოდიშმა”, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, გალში,  ჯვარში,  სენაკში  და  ხობის  რაიონებში, კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურისის გამოცხადების შესახებ.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კონკურსის საფუძველზე.

”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად კონკურსის წესით გასაცემი სამაუწყებლო ლიცენზიის სამოქმედო ზონა არის ამავე დადგენილებით განსაზღვრულ   21-ე  სამაუწყებლო ზონაში განლაგებული ოთხი გადამცემი სადგურის მომსახურების ზონების ერთობლიობა.

გადამცემი სადგურები, განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრებით (რაც ლიცენზიის პირობებში აისახება), განთავსდება 21-ე სამაუწყებლო ზონაში, შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ჯვარი.

 სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 10,327.50  (ათი ათას სამას ოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარით;

კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2007 წლის  20 ივლისი 14:00  საათი; 

ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  მოხდეს 2007 წლის 22 ივნისის17:00 საათამდე;

მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 29  ივნისი   16:00 საათი;

  გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ, კომისიის გადაწყვეტილების გვერდზე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები