აგვისტო 13, 2007

კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა კავშირმა მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის”, ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურისის გამოცხადების შესახებ.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კონკურსის საფუძველზე.

”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონკურსის წესით გასაცემი სამაუწყებლო ლიცენზიის სამოქმედო ზონა არის, ამავე დადგენილების მე-6 პუნქტით განსაზღვრულ 21-ე სამაუწყებლო ზონაში განლაგებული ერთი გადამცემი სადგურის მომსახურების ზონა.

გადამცემი სადგური, განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრებით (რაც ლიცენზიის პირობებში აისახება), განთავსდება ქ. ზუგდიდში - ზონა 21.

ა) გამოცხადდა კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, რომლის სამოქმედო ზონა არის ერთი გადამცემი სადგურის მომსახურების ზონა: 

გადამცემის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის   სიმაღლე               მიწის ზედ. მ

სიხშირე              მგჰც FM

სიმძ (ვტ)

გასხივების დიაგრამა

შენიშვნა

ზუგდიდი, ზუგდიდის              ტვ ანძა

N 410  52’ 30.4”           E 0440  46’ 08.7”

45

107.2

1000

წრიული

 

შენიშვნა: გეოგრაფიული კოორდინატები მითითებულია საანძო კონსტრუქციისათვის. შესაძლებელია ანძის კონსტრუქციის აგება აღნიშნული კოორდინატებიდან 1 000 (ერთი ათასი) მეტრის რადიუსში ზღვის დონიდან ანტენის განთავსების მითითებული სიმაღლის შენარჩუნებით (კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი ნებართვების მიღებით).                                                           

ბ) სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 6682.50 (ექვსი ათას ექვსას ოთხმოცდაორი ლარი და 50 თეთრი) ლარით;

გ) კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2007 წლის 7 სექტემბერი, 14:00 საათი; 

დ) ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოხდეს 2007 წლის 10 აგვისტოს 17:00 საათამდე;

ე)  მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2007 წლის 17 აგვისტო, 16:00 საათი;

   გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ,  კომისიის გადაწტვეტილებების გვერდზე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები