ნოემბერი 07, 2007

კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა კავშირმა მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის”, ქ. თბილისში,  ქ. გორში,  ქ. ქუთაისში და      ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურისის გამოცხადების შესახებ.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კონკურსის საფუძველზე.

”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონკურსის წესით გასაცემი სამაუწყებლო ლიცენზიის სამოქმედო ზონა არის ოთხი გადამცემი სადგურის (თბილისის ანძა, გორის ანძა, ქუთაისის ანძა, ბათუმის ანძა) მომსახურების ზონების ერთობლიობა.

   “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის,  მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, 38-ე, 43-ე მუხლების და კომისიის ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” დადგენილების თანახმად, კომისიამ

:

1.      ა) გამოცხადდეს კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, რომლის სამოქმედო ზონა არის ოთხი გადამცემი სადგურის მომსახურების ზონა: 

გადამცემის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის   სიმაღლე               მიწის ზედ. მ

სიხშირე              მგჰც FM

სიმძ (ვტ)

გასხივების დიაგრამა

შენიშვნა

თბილისი, მთაწმინდის ანძა

N 41°41\\\\\\\'44\\\\\\\"                        E 044°47\\\\\\\'09\\\\\\\"

85

98.8

1000

წრიული

 

გორი,

ახალდაბის ანძა

N 42°01\\\\\\\'55.4\\\\\\\"                     E 044°02\\\\\\\'55.8\\\\\\\"

150

98.8

1000

წრიული

 

ქუთაისი,

ქუთაისის ტვ ანძა

N 42°16\\\\\\\'48.9\\\\\\\"

E 042°44\\\\\\\'10.1\\\\\\\"

80

98.8

1000

წრიული

 

ბათუმი,

მწვანე კონცხი

N 41°41\\\\\\\'37.7\\\\\\\"                    E 041°42\\\\\\\'54.8\\\\\\\"

45

105.0

500

წრიული

 

შენიშვნა: გეოგრაფიული კოორდინატები მითითებულია საანძო კონსტრუქციისათვის. შესაძლებელია ანძის კონსტრუქციის აგება აღნიშნული კოორდინატებიდან 1 000 (ერთი ათასი) მეტრის რადიუსში ზღვის დონიდან ანტენის განთავსების მითითებული სიმაღლის შენარჩუნებით (კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი ნებართვების მიღებით).                                                           

ბ) სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვროს 34384.50 (ოცდათოთხმეტი ათას სამას ოთხმოცდაოთხი ლარი და 50 თეთრი) ლარით;

გ) კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2007 წლის 28 დეკემბერი, 14:00 საათი; 

დ) ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოხდეს 2007 წლის 23 ნოემბრის 17:00 საათამდე;

ე)  მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2007 წლის 30 ნოემბერი, 16:00 საათი;

ვ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა განისაზღვროს 12  საათით;

2. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც   ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;

ბ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

გ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;

დ) მაუწყებლობის  სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;

3. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ფიზიკური პირისათვის - აგრეთვე პირადობის მიწმობის ასლი;

ბ)  სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

გ)  განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა;

დ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;

ე) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

ვ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე:

   -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

   -ა/ანგარიში: 609326;

    -კოდი: 220101830;

    -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

სალიცენზიო გადასახდელის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით, კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დარჩენილი თანხა გადაიხადოს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-12 პუნქტის შესაბამისად.

4. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება, \\\\\\\"მაუწყებლობის შესახებ\\\\\\\" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეკრძალება:

ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს ან თანამშრომელს;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირს;

გ) პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის  თანამდებობის პირს;

5. მოსამზადებელ სხდომაზე ხდება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების განხილვა და მათზე დართული დალუქული დოკუმენტაციის ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გახსნა. აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საჯარო გაცნობისათვის. ლიცენზიის მაძიებლის მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებელს აძლევს დამატებით არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით. იკრძალება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება კომისიისთვის.

6. პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.

7. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.

8. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება პროგრამირების ასპექტის მიხედვით. პროგრამირების ასპექტის მიხედვით  კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება:

ა) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა;

ბ) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

9. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა თანაბარი შეფასების შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსში მონაწილე ის ლიცენზიის მაძიებელი, რომელიც ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდა მაუწყებლობას საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეების გამოყენებით.

10. თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

11. კომისია იღებს და აქვეყნებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. კომისიის გადაწყვეტილების ასლი კონკურსის შედეგების შესახებ ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) ინტერნეტში; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის პირობები მითითებული უნდა იყოს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში;

12. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი 70% -ის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

13. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის  გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება.

14. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

15. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა და მაუწყებლობის განხორციელების პროცესში უზრუნველყოს მისთვის ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სრულად დაფარვა ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის ვადაში;

16. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

17. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია მაუწყებლობის დაწყების შემდეგ, კვირაში ერთხელ, კომისიას მიაწოდოს და გამოაქვეყნოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;

18. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღებისას კონკურსის პირობები და ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული პირობები აისახება კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობებში, როგორც რადიომაუწყებლობის ვალდებულებები;

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები