მაისი 08, 2007

კერძო საერთო საეთერო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ტვ 33”-მა, ქ. ქუთაისში, საჩხერეში, გორში და სენაკში კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურისის გამოცხადების შესახებ.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კონკურსის საფუძველზე.

”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყობის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილების შესაბამისად  კონკურსის წესით გასაცემი სამაუწყებლო ლიცენზიის სამოქმედო ზონა არის ოთხი გადამცემი სადგურის (ახალდაბის ანძა, ქუთაისის ანძა, საჩხერის ანძა, სენაკის ანძა) მომსახურების ზონების ერთობლიობა.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, 38-ე, 43-ე მუხლების და კომისიის ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” დადგენილების თანახმად, კომისიამ გადაწყვიტა:

1.ა) გამოცხადდეს    კონკურსი კერძო საერთო საეთერო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად;                                                     

ბ) სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვროს 80,685.00 (ოთხმოცი ათას ექვსას ოთხმოცდახუთი) ლარით;

გ) კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2007 წლის  29 ივნისი, 14:00 საათი; 

დ) ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  მოხდეს 2007 წლის  25 მაისის 17:00 საათამდე;

ე)  მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 1 ივნისი, 16:00 საათი;

  გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ, კომისიის გადაწყვეტილების გვერდზე

  

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები