კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 20 დეკემბერის №793/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, ერთი გადამცემის გამოყენებით, ქ. ზუგდიდში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2008 წლის 25 იანვრის 17:00 საათი, კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2008 წლის 22 თებერვალი, 14:00 საათი, სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 39.609 (ოცდაცხრამეტი ათას ექვსას ცხრა) ლარით.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’, კომისიის 2007 წლის 20 დეკემბერის №793/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა შპს ”აფხაზეთი-TV”-მ.
კონკურსი კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2008 წლის 22 თებერვალს. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს ”აფხაზეთი-TV”-ის დამფუძნებელი ნიკოლოზ თარაშვილი.
კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”აფხაზეთი-TV”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 39.609 (ოცდაცხრამეტი ათას ექვსას ცხრა) ლარი;
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე