აგვისტო 17, 2006

კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაცია”-მ საეთერო  სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურისის გამოცხადების შესახებ.  “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე  მუხლის შესაბამისად, კომისია კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კონკურსის საფუძველზე.   
    ქალაქების: თბილისი, გორი, ახალციხე, თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალქალაქი, დმანისი და დედოფლისწყარო FM რადიომაუწყებლობით მოცვის მიზნით სალიცენზიო გადასახდელის ოდენობის გამოსათვლელად გამოყენებული იქნა:

ა) სიხშირულ დიაპაზონში რადიომაუწყებლობისათვის საჭირო სიხშირული ზოლის სიგანე;

ბ) სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობა;  

გ) გადამცემი სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრე;

დ) ქალაქების: თბილისი, გორი, ახალციხე, თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალქალაქი, დმანისი და დედოფლისწყარო მოსახლეობის რაოდენობა და სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ჰ8” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, 38-ე და 43-ე მუხლების თანახმად, კომისიამ

 

ა:

 

1. გამოცხადდეს კონკურსი კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობის  ლიცენზიის მისაღებად ათი გადამცემის გამოყენებით შემდეგ სამაუწყებლო ზონებში:

ქალაქი

სამაუწყებლო ზონა

რეგიონი

ანტენის განთავსების ადგილი

გეოგ. კოორდინატები

ანტ. სიმაღლ მიწის ზედ. მ

სიხშირე მგჰც FM

სიმძ კვტ

 

 

გასხივების დიაგრამა

შენიშვნა

თბილისი

 

1

 

-

 

თბილისი

44E47; 41N41

 

 

25

 

95.9

 

2

 

წრიული

 

გორი

 

4

 

შიდა ქართლი

 

გორი

 

-

 

-

 

103.9

 

0.5

 

წრიული

 

 

 

ახალციხე

 

6

 

სამცხე-ჯავახეთი

 

ახალციხე

42E57; 41N38

 

 

40

 

100.9

 

0.5

 

წრიული

 

 

 

თელავი

 

3

 

კახეთი

 

ცივის ანძა

45E29; 41N55

 

 

15

 

102.0

 

0.5

 

წრიული

 

 

 

ქუთაისი

 

7

 

იმერეთის

 

 

ქუთაისი

 

-

 

-

 

101.6

 

2.0

 

წრიული

 

 

ბათუმი

 

2

 

აჭარა

 

ბათუმი

41E43; 41N41

 

 

40

 

103.9

 

0.5

 

წრიული

 

 

ზუგდიდი

 

10

სამეგრელო

 

ზუგდიდი

 

-

 

-

 

104.5

 

2.0

 

წრიული

 

ახალქალაქი

 

6

 

სამცხე-ჯავახეთი

 

ახალქალაქი

43E25; 41N21

 

 

 

60

 

102.9

 

1

 

წრიული

 

დმანისი

 

5

 

დმანისი

 

დმანისი

44E13; 41N22

 

 

150

107.6

1

წრიული

 

დედოფლისწყარო

3

ქვემო ქართლი

დედოფლისწყარო

46E08; 41N27

 

 

180

102.6

0.5

წრიული

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: გეოგრაფიული კოორდინატები მითითებულია საანძო კონსტრუქციისათვის. შესაძლებელია ანძის კონსტრუქციის აგება აღნიშნული კოორდინატებიდან 1 000 (ერთი ათასი) მეტრის რადიუსში ზღვის დონიდან ანტენის განთავსების მითითებული სიმაღლის შენარჩუნებით (კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი ნებართვების მიღების შემთხვევაში).                                                           

ა) სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვროს 64,111.5  (სამოცდაოთხი ათას ასთერთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარით;

ბ) კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2006 წლის   27 ოქტომბრის 14:00  საათი; 

გ) ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  მოხდეს 2006 წლის 21 სექტემბრის 17:00 საათამდე;

დ)  მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2006 წლის 29 სექტემბრის 16:00 საათი;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა განისაზღვროს 12  საათით;

ვ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად განისაზღვროს 1 წელი ლიცენზიის გაცემიდან;

2. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც   ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;

ბ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

გ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;

დ) მაუწყებლობის  სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;

3. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ფიზიკური პირისათვის - აგრეთვე პირადობის მიწმობის ასლი;

ბ)  სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

გ)  განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა;

დ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;

ე) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

ვ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე:

     -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

   -ა/ანგარიში: 609326;

    -კოდი: 220101830;

    -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

სალიცენზიო გადასახდელის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით, კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დარჩენილი თანხა გადაიხადოს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-12 პუნქტის შესაბამისად.

4. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეკრძალება:

ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს ან თანამშრომელს;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირს;

გ) პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის  თანამდებობის პირს;

5. მოსამზადებელ სხდომაზე ხდება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების განხილვა და მათზე დართული დალუქული დოკუმენტაციის ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გახსნა. აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საჯარო გაცნობისათვის. ლიცენზიის მაძიებლის მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია აფრთხილებს ლიცენზიის მაძიებელს და აძლევს მას დამატებით არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღეს დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. იკრძალება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება კომისიისთვის.

6. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, აგრეთვე პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.

7. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.

8.კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება პროგრამირების ასპექტის მიხედვით. პროგრამირების ასპექტის მიხედვით  კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება:

ა) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა;

ბ) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

9. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა თანაბარი შეფასების შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსში მონაწილე ის ლიცენზიის მაძიებელი, რომელიც ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდა მაუწყებლობას საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეების გამოყენებით.

10. თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

11. კომისია იღებს და აქვეყნებს დეტალურად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. კომისიის გადაწყვეტილების ასლი კონკურსის შედეგების შესახებ ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) ინტერნეტში; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის პირობები მითითებული უნდა იყოს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში;

12. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი 70% -ის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

13. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის  გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება.

14.კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

15. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა და მაუწყებლობის განხორციელების პროცესში უზრუნველყოს მისთვის ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სრულად დაფარვა ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის ვადაში;

16. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

17. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია მაუწყებლობის დაწყების შემდეგ, კვირაში ერთხელ, კომისიას მიაწოდოს და გამოაქვეყნოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;

18. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღებისას კონკურსის პირობები და ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული პირობები აისახება კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობებში, როგორც რადიომაუწყებლობის ოპერატორის ვალდებულებები;

19. კომისია უარს ეტყვის ლიცენზიის მაძიებელს ლიცენზიის გაცემაზე, თუ ლიცენზიის მაძიებელმა კონკურსში ვერ გაიმარჯვა.  ლიცენზიის გაცემაზე უარი ფორმდება კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. ლიცენზიის გაცემაზე კომისიის უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში;

20. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

21. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (ს.ბრიტანჩუკს) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

22. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ნ.ნიჟარაძე)

კომისიის თავმჯდომარე                                              დ.ქიტოშვილი

 კომისიის წევრები:                                                      დ.პატარაია

                                                                                     გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები