აპრილი 11, 2007

კერძო სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”რადიო საქართველო”-მ, ქ. თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, ყვარელში და დმანისში კერძო სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურისის გამოცხადების შესახებ.

 “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის  ლიცენზიას გასცემს კონკურსის საფუძველზე.

  გამოცხადა კონკურსი კერძო სპეციალიზირებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად.

  კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2007 წლის  18 მაისის 14:00 საათი; 

  ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  მოხდეს 2007 წლის 20     აპრილის 17:00 საათამდე;

  მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 27 აპრილის 16:00 საათი;

   გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ, კომისიის გადაწყვეტილების გვერდზე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები