თებერვალი 17, 2012

„კომედი ტვ“ სამაუწყებლო ლიცენზიას ითხოვს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

კომისიას სამაუწყებლო ლიცენზიის მოთხოვნით შპს „კომედი ტვ“–მ მომართა. „კომედი ტვ“ ითხოვს საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.

საკითხის ზეპირი მოსმენა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2012 წლის 19 მარტს 16:00 საათზე გაიმართება. სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება კი ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება.

შპს „კომედი ტვ“–ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს.

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები