მარტი 19, 2012

„კომედი ტვ“–მ სამაუწყებლო ლიცენზია მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულს სხდომაზე შპს „კომედი ტვ“–მ სამაუწყებლო ლიცენზია მიიღო.

კომპანია პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას ლიცენზიის გაცემიდან ექვსი თვის ვადაში გეგმავს. შპს „კომედი ტვ“–ს საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის სახეობა იქნება სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 8 საათი.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები