აგვისტო 17, 2012

„კომედი ტვ“–მ თანამგზავრული სისტემებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „კომედი ტვ“–მ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.

შპს „კომედი ტვ“–ს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის სახეობა  კერძო სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობაა, გეოგრაფიული ზონა – საქართველოა. მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა  კი დღე–ღამის განმავლობაში – 8 საათია.

შეგახსენებთ, კომისიამ შპს „კომედი ტვ“–ს სამაუწყებლო ლიცენზიის  გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება   2012 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით დაიწყო.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები