სექტემბერი 22, 2014 17:25

კომისია „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროქტის“ (EaP) - ფარგლებში სამდღიან კონფერენციას მასპინძლობს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კონფერენციას, სახელწოდებით „რეგიონული ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ბაზის ჰარმონიზაცია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის (EaP) ქვეყნებს შორის“ მასპინძლობს.

სამდღიანი სემინარის ფარგლებში განხილული იქნება რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების, მართვის, ეფექტური გამოყენების გამოცდილება როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის“ (EaP) ქვეყნების ფარგლებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული პრაქტიკა და გასატარებელი რეფორმები.

კონფერენცია ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და ორგანიზებას „PricewaterhouseCoopers Slovakia“ უწევს.

კონფერენციას - „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის (EaP)“ პარტნიორი ქვეყნების -სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდოვის და უკრაინის მარეგულირებელი ორგანოების და სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე  ჩეხეთის რესპუბლიკის, რუმინეთის, სლოვაკეთის, გერმანიის და ორგანიზატორი კომპანიის „PricewaterhouseCoopers Slovakia“  წარმომადგენლები ეწვივნენ.

კონფერენცია, თბილისში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ (თავისუფლების მოედანი 4) 2014 წლის 23 სექტემბერს, 09:00 საათზე გაიხსნება.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები