ნოემბერი 27, 2014 15:23

კომისია ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად 21 ადგილობრივ მაუწყებელს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებას მიანიჭებს

2014 წლის 28 ნოემბერს, 13:00 საათზე, საჯარო სხდომაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 21 ადგილობრივ (რეგიონულ) მაუწყებლებს რადიოსიხშირული სპეტქრით სარგებლობის უფლებას მიანიჭებს.

კომისია საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების“ თანახმად, 21 ადგილობრივ (რეგიონულ) მაუწყებელს, მათი სამაუწყებლო ლიცენზიებით გათვალიწინებული გავრცელების არეალის შესაბამისად, ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებას მიანიჭებს.

თანდართულ დოკუმენტად, გთხოვთ იხილოთ ადგილობრივი (რეგიონული) ტელეკომპანიების ჩამონათვალი.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები