წვდომის მენიუ

მაისი 13, 2016 15:06

კომისია და კომისიის აპარატის თანამშრომლები ევროსაბჭოს მხადრაჭერით ორდღიან ტრეინინგს გაივლიან

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი და კომისიის პრესმდივანი ევროსაბჭოს მხადრაჭერით კახეთში სასტუმრო „შატო მერე“-ში  წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის  წარმოების თაობაზე ორდღიან ტრეინინგს გაივლის.

ევროსაბჭოს მოწვეული ექსპერტები კომისიის წარმომადგენლებთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ, როგორიცაა მედიის როლი წინასაარჩევნო პერიოდში, ვენეციის კომისიის სტანდარტები წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის წარმოების პროცესში, მედიის უფლებები, ვალდებულებები და მოლოდინები, პოლიტიკური პარტიების და მათი კანდიდატების უფლებები, საინფორმაციო კამპანიის დაფინანსება, მედია მონიტორინგის შედეგების რეპორტინგის წესები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ევროსაბჭოს მხადაჭერით და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ჩართულობით, ასევე დაგეგმილია საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აწარის ტელევიზიის ადგილობრივი და ეროვნული ტელევიზიების წარმომადგენლებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მონაწილეობის როლის და წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქების თაობაზე ტრეინიგების ჩატარება, რის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

უშუალოდ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის პროცესის მხადასაჭერად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის ევროსაბჭოს დახმარებით ღია კონკურსის წესით შეირჩევა მონიტორები, რომლებსაც ასევე, ჩაუტარდება ტრეინინგი და აღნიშნული მონიტორები კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტთან ერთად განახორციელებენ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს.

წინასაარჩევნო პერიოდში მედიამონიტორინგის პროცესში ჩართული ყველა სუბიექტისთვის ევროსაბჭოს მხარდაჭერით და დაფინასებით შეიქმნება სახელმძღვანელო „გაიდლაინები“.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები