ივნისი 04, 2014

კომისია განცხადებას ავრცელებს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,   ე.წ სამხრეთ ოსეთის კავშირგაბმულობის კომიტეტსა და რუსეთის მასობრივი კომუნიკაციებისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს შორის შეთანხმებას  მოეწერა ხელი. ხსენებული შეთანხმებით, სამხრეთ ოსეთის ნომრები დაიწყება კოდით – 7, ფიქსირებული კავშირის კოდი იქნება 850, მობილური კავშირისთვის – 998. სააგენტო „რეისის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეთანხმება მანამდე იმოქმედებს, ვიდრე სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო  კავშირში (ITU) არ გაწევრიანდება და საკუთარი საერთაშორისო კოდი არ მიენიჭება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტავს, რომ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) გაეროს (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) ინფორმაციისა და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალური სააგენტოა, რომლის წევრიც საქართველო 1993 წლიდან არის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, აღიარებულია როგორც გაეროს (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია), ასევე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, შესაბამისად ე.წ სამხრეთ ოსეთის გაწევრიანება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო  კავშირში (ITU) დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს თანხმობის გარეშე შეუძლებელია.

საქართველოს ოფიციალურად მიმართავს  საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს  (ITU) და აცნობებს რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევით სატელეფონო კოდების მინიჭების თაობაზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები