სექტემბერი 11, 2013

კომისია განმარტავს

საქართველოს კომუნიკაცეიბის ეროვნული კომისია ეხმიანება ორი დღის განმავლობაში ქართულ მედიაში მიმდინარე მსჯელობას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ რიგი პოლიტიკური პარტიებისთვის წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსებაზე უარის თქმის შესახებ.

გვინდა განვმარტოთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესაბამისად, წინასაარჩევნოდ უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება ვრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საზოგადოებრივი მაუწყებელის აჭარის ტელევიზიაზე, ყველა საერთო ლიცენზიის მფლობელ სამაუწყებლო კომპანიაზე და ასევე, იმ სპეციალიზებული ლიცენზიის მფლობელ კომპანიებზე, რომლებიც თავის სამაუწყებლო ბადეში განათავსებენ წინასაარჩევნო  (პოლიტიკურ) ფასიან რეკლამას.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად კი, პოლიტიკური (წინასაარჩევნო) რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში  გასული ისეთი შინაარსის რეკლამაა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას ან/და ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს.

ამავე კანონით პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

ასევე აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის და აგიტაციის, წინასაარჩევნო პროგრამის და დაპირების შინაარსზე ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე მხლოდ და მხოლოდ ის პოლიტიკური სუბიექტია ვისი დაკვეთითაც მზადდება და ვრცელდება წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამა. მაუწყებელი წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის შინაარსზე პასუხუსმგებელი არ არის. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები