წვდომის მენიუ

მაისი 17, 2016 11:26

კომისია კავშირგაბმულობის პროფესიულ დღეს დარგის სპეციალისტებს ულოცავს

17 მაისს საქართველოში კავშირგაბმულობის პროფესიული დღესასწაული აღინიშნება.


შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სფეროა და მისი მაჩვენებელი პრაქტიკულად არ ჩამორჩება მსოფლიოს სხვა ქვეყნების განვითარების დონეს. ყოველივე ეს კი ამ დარგის სპეციალისტების შრომის შედეგია.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია დარწმუნებულია, რომ ტექნოლოგიური განვითარების ერაში საზოგადოებაში არსებულ მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო წარმატებით უზრუნველყოფს.

კომისია კავშირგაბმულობის ყველა სპეციალისტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს და მათდამი ღრმა პატივისცემას გამოხატავს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები