წვდომის მენიუ

იანვარი 16, 2017 13:58

კომისია მაუწყებელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლებს შეახსენებს, რომ 2017 წლის 15 იანვარს ძალაში შევიდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-13 პუნქტი, რომლის თანახმად, ახალი ამბების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 30 წუთში ერთხელ. 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ძველი რედაქციით, ახალი ამბების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყვეტილიყო არაუმეტეს 15  წუთში ერთხელ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები