მაისი 05, 2015 13:51

კომისია მაუწყებლობისთვის განკუთვნილ რადიოსიხშირულ რესურსს აქვეყნებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ სამაუწყებლო ლიცენზიების გასაცემად არსებული  თავისუფალი რადიოსიხშირული სპექტრი დაამტკიცა და საჯაროდ გამოაქვეყნა.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის  და „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს სამაუწყებლო სიხშირეთა გეგმას.

2015 წლის 1 მაისს დამტკიცებული სამაუწყებლო სიხშირეთა გეგმის შესაბამისად, რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია 126 რადიოსიხშირე.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომ სიხშირულ რესურსის თაობაზე, იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები