ნოემბერი 02, 2015 16:34

კომისია მაუწყებლობისთვის განკუთვნილ რადიოსიხშირულ რესურსში ცვლილებები შეიტანა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის  და „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად, 2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს სამაუწყებლო სიხშირეთა გეგმას. კომისიის 2015 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით დამტკიცებული გეგმის შესაბამისად რადიომაუწყებლობისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი იყო 126 რადიო სიხშირე.

”საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივნისის № 273 დადგენილების შესაბამისად, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლდა ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობის მე-4 და მე-5 არხებით დაკავებული მეტრული დიაპაზონის სიხშირული ზოლების ნაწილი, რამაც განაპირობა FM მაუწყებლობისთვის გათვალისწინებული  რადიოსიხშირულ ზოლში (87.5მჰც – 108მჰც), გამოთავისუფლებული სიხშირული რესურსის სრულფასოვანი გამოყენების შესაძლებლობა რითაც თავისუფალი რადიო სიხშირეების ოდენობამ საქართველოს მტელ ტერიტორიაზე 225 მიაღწია.

87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, საქართველოს სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში FM რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოთხოვნით კომისიაში არაერთი განცხადებაა შემოსული. კომისია ამ ეტაპზე აქვეყნებს მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით განსაზღვრულ თავისუფალ სიხშირულ რესურსს. საერთაშორისო კოორდინაციის და მეზობელ სახელმწიფოებთან შეთანხმების პროცესის დასრულების შემდგომ, კომისია დამატებით გამოაქვეყნებს  სხვა თავისუფალ სიხშირულ რესურსაც. 

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომ სიხშირულ რესურსის თაობაზე იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები