ნოემბერი 27, 2014 15:26

კომისია მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი მომსახურების დასანერგად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონს აცხადებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების დასანერგად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონს აცხადებს.

2014 წლის 28 ნოემბერს 16:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო სხდომა  გაიმართება, სადაც მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების დასანერგად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონების  გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრება აუქციონის გამართვის თარიღი, ასევე, აუქციონში მონაწილე პირების საბუთების მიღების ვადა და კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები