წვდომის მენიუ

მარტი 29, 2016 16:25

კომისია შპს „მობიტელის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების შესახებ გადაწყვეტილებას 5 აპრილს გამოაცხადებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „მობიტელის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე შპს „მობიტელისთვის“ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მორიგი ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.

მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში ზეპირი მოსმენის ფორმატი დასრულებულია და კომისია შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით  მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოების შესახებ გადაწყვეტილებას 2016 წლის 5 აპრილს 15:00 საათზე ჩანიშნულ საჯარო სხდომაზე გამოაცხადებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები