დეკემბერი 02, 2014 14:49

კომისია შპს „რ-რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებას 23 დეკემბერს მიიღებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „რ-რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება კიდევ ერთხელ გადაიდო.

საკითხის საჯარო განხილვა 2014 წლის 23 დეკემბერს 16:00 საათზე გაგრძელდება. კომისიის სხდომას დაესწრებიან შპს „რ-რადიოს“ წარმომადგენლები, ასევე სხდომაზე მოწვეულნი არიან შპს „საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტო ნიუსჯორჯიას“ ხელმძღვანელი ელენე იმედაშვილი და ამავე სააგენტოს თანამშრომელი ანატოლი ლასხიშვილი.

შეგახსენებთ, კომისიამ მედიაში რადიო „სპუტნიკის“ მიერ 101,4 მეგაჰერც სიხშირეზე მაუწყებლობის დაწყების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საკითხის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. შედეგად გამოიკვეთა შპს „რ-რადიოს“ მიერ N B104 სამაუწყებლო ლიცენზიის პირობის  დარღვევის ფაქტი.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები