წვდომის მენიუ

თებერვალი 01, 2016 14:36

კომისია სს „სილქნეტსა“ და შპს შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ შორის დავას განიხილავს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს „სილქნეტის“ განცხადების საფუძველზე,  შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტის“ წინააღმდეგ დავის განხილვა დაიწყო.

სს „სილქნეტი“ სადაოდ ხდის შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტისთვის“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (ოფერტის) პირობების დაუცველობას და მომსახურების საფასურის გარკვეული ნაწილის გადაუხდელობას. სს „სილქნეტის“ მოთხოვნაა დაევალოს შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ 62 175 ლარის ოდენობით დავალიანების დაფარვა, ასევე აღნიშნული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში  და მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე, მიეცეს სს „სილქნეტს“ უფლება შეუწყვიტოს შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ მომსახურების გაწევა.

კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნული დავის განხილვა მიიღო წარმოებაში, საკითხის არსებითი განხილვის სხდომა, სადაც მოდავე მხარეებს საკუთარი არგუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2016 წლის 11 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართება. სხდომა საჯაროა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები