წვდომის მენიუ

ივლისი 11, 2017 14:17

კომისია უკრაინის მარეგულირებელ ორგანოს მასპინძლობს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უკრაინის ტელევიზიისა და რადიოს ეროვნული კომისიის დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში უკრაინის მარეგულირებლი კომისიის სამართლებრივი და რადიოსიხშურული სპექტრის მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლები მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობას და აღსრულების მექანიზმებს გაეცნობიან.

მათი ინტერესის საგანია, მარეგულირებელი ორგანოს ფორმირება და მისი ფინანსური დამოუკიდებლობა, მაუწყებლობის სფეროში ლიცენირება-ავტორიზაციის ნორმატიული ბაზა, საქართველოს დიჯიტალიზაცია, ციფრული მაუწყებლობაზე გადასვლის ტექნიკური და სამართლებრივი ასპექტები, მათ შორის, ადგილობრივი მაუწყებლების მიერ ფორმირებული მულტიპლექსები, როგორც რეგიონის საუკეთესო მოდელი. ასევე, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში კოლეგები საქართველოში მაუწყებლობის სფეროში არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის  არსებულ საკანონმდებლო ბაზას განიხილავენ, უკრაინელი სტუმრები წინასაარჩევო პერიოდში მარეგულირებელის როლს და კომისიის მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგის პროცესაც გაეცნობიან.

ორი ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები