დეკემბერი 20, 2011

კომისიამ 25 სამაუწყებლო ლიცენზიის გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 25 კომპანიის სამაუწყებლო ლიცენზიის ვადის მოქმედების მომდევნო ათი წლით გაგრძელებაზე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სამაუწყებლო ლიცენზიები ათი წლის ვადით გაიცემა. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია კომისიამ მიმართოს ვადის კიდევ ათი წლით გაგრძელების მოთხოვნით.

კომისიას სამაუწყებლო ლიცენზიების მოქმედების ვადის მომდევნო ათი წლით გაგრძელების მოთხოვნით 25 კომპანიამ მიმართა. ესენია: „ტელე–რადიო კომპანია მწვანე ტალღა“, „ტელეკომპანია თბილისი“, „ტელეკომპანია I სტერეო“, დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია „გურია“, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“, სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია“, ტელეკომპანია „დია“, მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისთვის“, „იმპერია“, „კვენეტაძე და კომპანია“, „ტელერადიოკორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო“, „ეკომი“, „ტელე–რადიო კომპანია ბორჯომი“, „ტელე–რადიო პრესკომპანია ზარი“, ასოციაცია „ათინათი“, რადიო „იმედი“, „რადიოცენტრი პლუსი“, რადიო „არტი“, ტელეკომპანია „მე–5 არხი“, ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთი“, ტელე–რადიო კომპანია „რიონი“, ტელე–რადიო კომპანია „ნოსტალგია“, დამოუკიდებელი ტელე–რადიო კომპანია „ოდიში“, დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“, „თვალი“, ტელე–რადიო კომპანია „სამეგრელო“.

კომისიაში საკითხის ზეპირი მოსმენა 2011 წლის 30 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები